ბაჩო ახალაია: სასჯელაღსრულების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს, საპატიმროები ციხის საავადმყოფოდან იმართება

Image

პატიმრობაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ციხეში პატიმრებისთვის შექმნილ პირობებზე საუბრობს.

 

ახალაიას განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადამეტებული დაკვირვება ხორციელდება და მისი და მისი ადვოკატის საუბარსაც კი უსმენენ:

 

„აქ აშკარად გადამეტებული დაკვირვების ქვეშ ვარ. მეტიც, ჩემი ადვოკატის საუბრებსაც კი უსმენენ. დაცვის მხარის ნებისმიერი ტაქტიკური სვლა სასამართლო პროცესამდე ხდებოდა ცნობილი. მაგალითად, 8 იანვარს ვესაუბრე ჩემს ადვოკატებს სამეგრელოში არსებულ სიტუაციაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება" ზუგდიდში და მთლიანად სამეგრელოში. მოულოდნელად 9-10-11 იანვარს იწყება დაკითხვები და 14 იანვარს მიყენებენ ახალ მოგონილ ბრალს.

 

პასუხი მარტივია: მოისმინეს ჩვენი საუბარი, დარწმუნდნენ, რომ გადაწყვეტილი მაქვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და იფიქრეს, დამაშინებდნენ. უკანონო მიყურადების ამ ფაქტებზე გამოძიება არც დაწყებულა.

 

დღეს სასჯელაღსრულების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს - მას მართავენ "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები. საპატიმროები ციხის საავადმყოფოდან იმართება, "ობობას კრიმინალური ქსელი" სწორედ იქ არის!

 

რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში პატიმრებმა პრეტენზიები გამოთქვეს პირობების გამო. სამინისტრომ პრობლემის მოგვარების ნაცვლად რამდენიმე არასრულწლოვანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ისინი კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დააშინეს.

 

სოზარ სუბარმა ყველაფერი იცის. ამის დასტურია გეგუთის საპყრობილეში გოგა ძველაიას გარდაცვალებისა და ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტები. დადასტურდა, რომ მკვლელობა მოხდა ადმინისტრაციისა და კრიმინალების ერთობლივი მოქმედებით.

 

ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის დამალვა, თუმცა არ გახმაურებულა კრიმინალების მიერ პატიმრების ცემის, ციხის თანამშრომლების დაშინება-დაშანტაჟების ფაქტები“, - აცხადებს ბაჩო ახალაია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !