ბაჩო ახალაია: უფრო ნათლად უნდა ამეხსნა მტკივნეული რეფორმების არსი, ყველა ბრალდებაზე უმალ უნდა მეპასუხა

Image

საქართველოს შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, იმავე გზას დაადგებოდა, თუმცა, კორექტივებს შეიტანდა.

 

ამის შესახებ ახალაიამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა:

 

„რას შევცვლიდი? გაცილებით მეტი კომუნიკაცია მექნებოდა მოსახლეობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. უფრო ნათლად უნდა ამეხსნა მტკივნეული რეფორმების არსი და მიზანშეწონილობა. ყველა ბრალდებაზე უმალვე უნდა მეპასუხა.

 

არ ვგულისხმობ ისეთ პოლიტიკურ პირად რეკლამას, ბატონი ალასანია რომ აკეთებს - სამხედრო ბაზებში კამერების თანხლებით დაიარება და სამხედროების ბედი, ყოფა და საბრძოლო მზადყოფნა არ აინტერესებს.

 

უკვე 16 თვეა, პატიმარი ვარ სასამართლოს განაჩენის გარეშე, დაკავებულები არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩემს მეგობრებზე ზეწოლაა, მაგრამ წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, ვერანაირი პატიმრობა იმ საქმის კეთების პოზიტიურ განცდას ვერ გადაფარავს“, - აღნიშნავს ახალაია.

 

ახალაია სასჯელაღსრულების სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდს იხსენებს. მისი განცხადებით, „სასჯელაღსრულების სისტემა დენთის კასრი იყო და მისი განაღმვა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა“:

 

„სასჯელაღსრულების სისტემა დენთის კასრი იყო და მისი განაღმვა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. კრიმინალური სამყარო მართავდა არა მხოლოდ ციხეს, არამედ მთელ სახელმწიფოს, ბიზნესის რეკეტი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

 

"ვარდების რევოლუციამდე" სახელმწიფო აპარატი შეზრდილი იყო ქურდულ სამყაროსთან. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ იბარებდნენ "კანონიერი ქურდები" დიდმოხელეებს... საინტერესოა, სახალხო დამცველის 2005 წლის მე-2 ნახევრის ანგარიში, სადაც სოზარ სუბარი აღწერს, როგორ დაიწყო კრიმინალურმა სამყარომ კონტრშეტევა - ყალბი საინფორმაციო კამპანია...

 

ჩემი მოსვლის შემდეგ კი მათი პრივილეგიები გაუქმდა და ისინი სხვა პატიმრების მსგავს პირობებში მოთავსდნენ. ციხის ბუნტის თემაც სწორედ ამ კამპანიის ნაწილი იყო. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიას ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა“, - განაცხადა ახალაიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !