-
2014-03-17 12:59
ჟურნალისტი და ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მხრიდან მისი მეუღლის ერეკლე კოდუას მიმართ ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ დამშვიდდა, რადგან მიხვდა, რომ ერეკლე კოდუა ღირებულებებით სწორედ იქ დგას, სადაც უნდა იდგეს.
„ამ ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ადამიანების დიაკრედიტაცია, რომლებიც, ომში წინა ხაზზე იდგნენ, ქვეყანას თუ ჭირდებოდა, ასევე ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ, როცა ეს ქვეყანას რომ ჭირდებოდა ( რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ), ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე – რატომ არავის არ ახსენდებოდა ის...
ვფიქრობდი, რომ ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ ან "არ უფასებდნენ" არც ომის წინა ხაზზე დგომას, არც კრიმინალთან ბძოლას.
დღეს, როდესაც გავიგე რომ საგამოძიებო სამსახურების თითქმის ორწლიანი წვალების შემდეგ, ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წლის განმავლობაში სოდ–ის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს, საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე, დავმშვიდდი...
მივხვდი, რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს!
P.S. ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, რომ კომენტარებს ამ თემაზე გააკეთებს ერეკლე კოდუას ადვოკატი. ბუნებრივია, გენერალს დამცველი უკვე ჰყავს“, –წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქში“.