-
2014-03-17 12:52
თუ საქართველო მიიღებს შემოთავაზებას ყირიმში ეუთოს მისიაში მონაწილეობის შესახებ, ქართული მხარე ამ საკითხებზე იმსჯელებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონკრეტული მუშაობა ამასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ გაერო გაგზავნის 30-კაციან დამკვირვებელთა ჯგუფს. ეუთო-ს მისიის კონკრეტიკა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველო ყოველთვის მონაწილეობდა მისიებში, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურობის გამტკიცებას ამა თუ იმ რეგიონში, ამის მაგალითი მრავლად არის და თუ საქართველო შემოთავაზებას მიიღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვიმსჯელებს ამ საკითხზე,“-განაცხადა ფანჯიკიძემ.