
Benewsbatumi.com აქვეყნებს ინფორმაციას, რომ არჩილ ხაბაძის სიმამრი მერაბ სირაბიძე ბათუმის ბულვარის იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა აკრძალულია, მეწილე ბიზნესმენთან ერთად რესტორანს აშენებს.
ინფორმაციის მიხედვით, „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1 ლარად გაყიდა ქონება, რომელიც შეიძინა არჩილ ხაბაძის სიმამრმა მერაბ სირაბიძემ, ბიზნესმენ ალიკა ინწკირველთან ერთად.
აღსანიშნავია რომ ამ ტერიტორიაზე არ შეიძლება მსგავსი შენობა ნაგებობების აშენება, რასაც ადგილზე დღეს აპროტესტებდნენ ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ბიზნესმენმა ალიკა ინწკირველმა პირად საუბარში აღნიშნა „მერე რა, ჩვენ ბათუმელები ვართ და ბათუმელებისთვის კარგ შენობას ვაშენებთ.“
გამოცემა წერს, რომ არჩილ ხაბაძის სიმამრი შორიახლოდან აკვირდებოდა აქციის მიმდინარეობას და ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.