„ევრაზიული არჩევანის“ აქციაში ქართული ჯარიდან ჯავშანჟილეტების გაყიდვისთვის გაძევებული პირი მონაწილეობდა

Image

„მე ზუსტად ვიცი, რომ ის პირი, ვინც აქ მოვიდა და მონაწილეობდა ამ პრორუსების აქციაში, პირველი ბრიგადიდან გააგდეს, რადგან ჯავშანჟილეტებს ჩუმჩუმად ჰყიდიდა“, – ეს განცხადება უკრაინის მხარდამჭერი აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ გააკეთა.

 

ეროვნული გვარდიის ძველ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერ აქციაში მაღტლაც მონაწილეობდა. ძირითადად, მსგავს აქციებზე ერთი და იგივე პირები აქტიურობენ, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.

 

მათი აქტიურობა ასევე დაპირისპირებით დასრულდა დაახლოებით ერთი წლის წინ, პუშკინის სკვერში, როცა „ევრაზიული არჩევანის“ წევრებმა „რუსეთ–საქართველოს მეგობრობის ნიშნად“ ყვავილები მიიტანეს ალ. პუშკინის ბიუსტთან თბილისში. სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იმ დროსაც აქტიურობდა.

 

თავის მხრივ, კოალიციის ერთერთმა წევრმა თემურ ფიფიამ დღეს რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერ მიტინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება, აზრი გამოთქვას და აქ ისინი მოვიდნენ, რათა მხარი მშვიდობას დაუჭირონ:

 

„ჩვენ გვინდა, ყველამ გაიგოს, რომ იმაში, რაც ხდება უკრაინაში, დამნაშავე არის არა რუსეთი, არამედ აშშ და ევროკავშირი“, – განაცხადა თემურ ფიფიამ.

 

დაპირისპირების დაწყებამდე „ევრაზიული აღცევანის წევრებმა“ ორი ბანერი გაშალეს – ერთზე მშვიდობის კომიტეტის ემბლემა და მტრედი იყო გამოსახული, ხოლო მეორეზე ეწერა: „დაუბრუნდეს სტალინის ძეგლი თავის ადგილს“.

 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამვლელმა მოქალაქემ, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის პოლიტიკის მომხრეებს შეაგინა და „მონები“ უწოდა. ამ დროისთვის „თავისუფალი ზონის“ წევრები და აქციის სხვა მონაწილეები უკრაინის საელჩოს წინ გამოხატავდნენ უკრაინელებისადმი თანადგომას. საპარტულო პოლიციამ მოქალაქე დააკავა და როცა მას მანქანაში სვამდნენ, აქციამ უკრაინის საელჩოდან მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლა.

 

დაახლოებით ამავე დროს დააკავეს „თავისუფალი ზონის“ წევრი დავით გოგოხიაც, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის აქტივისტების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ უხმარია, მაგრამ მათ „მონები“ უწოდა. „თავისუფალი ზონის“ წევრებმა სცადეს არ გაეტარებინათ ავტომანქანა, სადაც დაკავებული დავით გოგოხია იმყოფებოდა, თუმცა, პოლიციელებმა დერეფანი გააკეთეს და მანქანა მაინც გაატარეს.

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორივე დაკავებული გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, მათ 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

 

ლაშა ბერულავა, "აფხაზეთის ხმისთვის", აქციიდან

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !