
კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ მათ აქციებს თავად აქტივისტები აფინანსებენ: „ბანერებს ერთი აკეთებს, ბენზინს მეორე ასხამს“, – ამბობს ის.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი ზონა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ:
„საერთოდ, კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ აქციებს ძირითადად აფინანსებს თავისივე წევრები. იშვიათი შემთხვევებია, როდესაც რუსეთში საქართველოს მოქალაქეები რაღაც ფინანსურ შემოწირულობებს აკეთებენ.
ეს დაფინანსება, მინდა გითხრათ, ახლოსაც ვერ მივა იმ დაფინანსებასთან, რომელიც იგივე „თავისუფალ ზონასა“ და სააკაშვილის დარჩენილ „ნაცმოძრაობის“ ვითომცდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აქვთ.
ისინი ტერორისტულ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ და საქართველოში ტერორისტულ ქმედებებს ეწევიან სხვადასხვა ორგანიზაციების წინააღმდეგ", - აცხადებს ჭყოიძე.