
ეკა კვალიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ გადაცემაში "აკუსტიკა" თემურ ცაგურიას ტექსტზე მის მიერ შექმნილი სიმღერა "დამივიწყე" შეასრულა.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი დადებითი კომენტარიც დაიმსახურა.
"საქართველოში ბადალი არ გყავს! შენი ტოლი და სწორი არავინ არის! შენ ხარ ოლიმპოზე მჯდომი სცენის დედოფალი!", "უნიჭიერესი ეკა კვალიაშვილი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ქართულ ესტრადაში". - წერენ კომენტარებში