
მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინო ჩხეიძემ "სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა - ნინომ ახალი ალბომი გამოუშვა!
როგორც მომღერალი წერს, მის გამომწერებს სიურპრიზს უმზადებს.
"მოგესალმებით, ჩემი ახალი ალბომი „ჩემი გული“ უკვე მზადაა, მაგრამ სანამ მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმებზე აიტვირთება, მინდა, ჩემი განსაკუთრებული ფანებისთვის საჩუქარი გავაკეთო.
ვინც ჩემს ფბ გვერდს გულით და აქტიურად ადევნებთ თვალს, შეგიძლიათ, საჩუქრად მიიღოთ ფიზიკური CD - ამისთვის საჭიროა, დაწეროთ კომენტარში #ჩემიგული გააზიაროთ პოსტი და მომნიშნოთ.
გააზიარეთ სიყვარული და მუსიკა.
მთელი გულით მიყვარხართ და მადლიერი ვარ თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის" - წერს ნინო ჩხეიძე.
ფოტოები და ვიდეოები, რომლითაც მომღერალმა სიახლე დააანონსა უკვვე დიდი ყურადღების ცენტრშია.