
მომღერალი ირმა სოხაძე კოტე მათითაშვილის პოდკასტის, კოტCast-ის სტუმარი იყო.
მან ასაკის მატებისა და თავის მოვლის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როცა გოგონები ერთმანეთს ემსგავსებიან და საჭიროა, რომ ასაკის მატება ბუნებრივად მივიღოთ:
„არ ვამბობ, რომ ჩემი თავი მომწონს და უკეთესი არ შეიძლება ვიყო, მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, ამას უნდა შეეგუოს, შეყვეს. არ უნდა გააპროტესტოს და იფიქროს, რომ დაჩამიჩდა, ყველაფერი ჩამოეკიდა ამის ნაცვლად უნდა ივარჯიშოს, ცოტა ფეხით იაროს, იკვებოს სასარგებლო პროდუქტებით და უარი თქვას გოჭებსა და მწვადებზე, ტკბილეული რაციონიდან უნდა ამოიღოს. მავნე ჩვევებზეც უარი უნდა თქვას - მე 30 წლის მანძილზე ვეწეოდი. ადამიანი კი არ ბერდება, დრო მიდის და ჩვენც მივყვებით, ვცხოვრობთ. არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ არ მომწონს, როცა გოგონები ერთმანეთს ემსგავსებიან“, - თქვა ირმა სოხაძემ.