
მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნის Truxtun–ის შავ ზღვაში ყოფნის ვადა გაგრძელებულია. ბულგარეთთან და რუმინეთთან ერთობლივი სწავლების დასრულების დრო არ კონკრეტდება.
ამ დროისთვის ნაღმოსანი ბულგარეთის პორტში იმყოფება. „როიტერი“ იტყობინება, რომ ხომალდი შავ ზღვაში უკრაინაში გართულებული სიტუაციის გამო რჩება.