-
2025-05-15 17:42
რადიო "დარდიმანდის"ეთერში გადაცემაში „სიმღერის პრემიერა” მომღერალ დათო კენჭიაშვილის სიმღერის -„ან რაღა უნდა გიამბო" ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.
როგორც მუსიკოსი გადაცემაში ამბობს, სიმღერა 10 წლის წინ დაწერა, თუმცა ახლა, ფილარმონიაში, 7 მარტისთვის დაგეგმილ სოლო კონცერტამდე მის ახალ ვერსიაზე იმუშავა. კონცერტი დედას მიუძღვნა.
სიმღერის ახალი ვერსია მსმენელმა დიდი აღტაცებით მიიღო და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. მუსიკა თავად დათო კენჭიაშვილს ეკუთვნის, ტექსტი კი ტარიელ ხარხელაურისაა.
სიმღერის მოსმენის შესაძლებლობა, დღეიდან, რადიო „დარდიმანდისა” და რადიო „აფხაზეთის ხმის” მსმენელსაც შეუძლია.
გადაცემაში მომღერალმა, ასევე ისაუბრა საქართველოს რეგიონის მასშტაბით დაგეგმილი ტურნეს შესახებაც. იგი, სოლო კონცერტით ბათუმის შემდეგ, ახლა უკვე ქუთაისსაც ესტუმრება. ქუთაისში კონცერტი 23 ივნისს გაიმართება.
