
სინდიცირებული კრედიტების ბაზარი რუსეთის ფედერაციისთვის დაიხურა, ხოლო მილიარდობით დოლარის საკრედიტო ხაზები, რომლებიც ფორმირების პროცესში იმყოფებოდა, გაყინეს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოლოდინში. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
რუსული კომპანიები, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ვიმპელკომი“ და სხვა მსხვილი ჰოლდინგები დიდი პრობლემების წინაშე დგანან, რადგან მსოფლიო ბანკები უარს ამბობენ ან, უკეთეს შემთხვევაში, თანხმობის გამოცხადებას აჭიანურებენ იმ პრობლემების ფონზე, რაც უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პოზიციამ განაპირობა. რუსი ეკონომისტები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ–სა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების ფონზე, ეს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკაზე.