-
2014-03-15 01:55
ყოფილი პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა იმ ადამიანების პასუხად, ვინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ომის დროს ქვეყნიდან გაქცევაში ადანაშაულებს, ,,ფეისბუქზე“ წერს:
,,სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხალხი , რომელსაც თითი არ გაუნძრევია ომის დროს , აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც თუნდაც შეცდომებით, უნიათოდ , ზოგჯერ კვერცხულადაც , რაღაცას მაინც აკეთებდა იმ დღეებში.
ვინმემ დაგიშალა საკვები მაინც ჩაგეტანათ გამოგდებული ხალხისთვის, ან დაჭრილებზე გეზრუნათ(სისხლი მაინც ჩაგებარებინათ), ჯარს მიხმარებოდით სანგრების თხრაში, თქვენი კუთვნილი ტრანსპორტით დახმარებოდით მოსახლეობას გამოყვანისას.
ნუ ჩვენ გასაგებია მიშას თუ გრიშას ომში ვიბრძოდით, მაგრამ თქვენ რითი იყავით დაკავებულები პატივცემულებო?“- წერს ფირცხალავა.