
თემურ ალასანიამ ნიუ-იორკიდან „პოზიციაში“ ჩართვის დროს უარი განაცხადა, ეპასუხა წამყვანის შეკითხვაზე ირაკლი კაკაბაძის მხრიდან გაჟღერებული ბრალდების შესახებ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თანამონაწილედ დაასახელა:
„თქვენ გინდათ ირაკლი კაკაბაძის დონეზე დამაყენოთ? ამაზე რომ ვუპასუხო, რა განსხვავება იქნება ჩემსა და კაკაბაძეს შორის? მას არავითარი საბუთი არ გააჩნია, გარდა ავადმყოფური ფანტაზიისა. არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, ზურა იყო ძალიან კარგი პოლიტიკოსი, მახსოვს 24 წლის კაცი, როდესაც პირველად იყო არჩეული უცხოურ კომისიაში, მაშინვე მიიქცია ყურადღება.
ის ჩამოყალიბდა უნიკალურ პოლიტიკოსად, მასთან მქონდა ურთიერთსაპატივცემულო და საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ არ ვყოფილვარ მისი მეგობარი და არც ის ყოფილა ჩემი მეგობარი“, - განაცხადა თემურ ალასანიამ.