-
2014-03-14 22:34
გოგა ხაჩიძემ ბესელიას განცხადებას ცილისწამება უწოდა და მოსთხოვა, ეთქვა კონკრეტული სახელი და გვარი იმ ადამიანისა, ვინც ქვეყანა დატოვა.
„თქვენი მიწებებული მოღალატის იმიჯი სრული სიცრუეა“ - განაცხადა ხაჩიძემ და ბესელიას მოსთხოვა, დაესაბუთებინა საკუთარი ბრალდება. „მაგ დროს თუ თბილისში იყავით, ჯაჭვში მაინც ჩამდგარიყავით, დამამახსოვრდებოდით“ - უთხრა მან ბესელიას.
„გამსვლელთა გვარების ნაწილი შემდეგია - ეკა ტყეშელაშვილი, დიმიტრი გვინდაძე, ირაკლი ქავთარაძე, მერაბ სამადაშვილი, რომან მასაგიშვილი, კობა ნაყოფია, დავით ბეჟუაშვილი, ალექსანდრე ხეთაგური, დავით ბეჟუაშვილი, კვიციანი კანდიდი, გოჩა მამაცაშვილი, ნინო ენუქიძე...“, - ეს ჩამონათვალი ხაჩიძემ შემდეგი სიტყვებით შეაწყვეტინა: „ქალბატონმა ეკამ ახლა ქვეყნის წამყვანი ლიდერების გვარები ჩამოთვალა“.
სიტყვის დასასრულს, ბესელიამ განმარტა: „არ ვაპირებდი გვარების წაკითხვას, რადგან არაა კორექტული, მაგრამ ბატონი ხაჩიძეს დაჟინებული თხოვნა გავითვალისწინე“.