-
2022-07-07 16:24
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობსხოლმე საკუთარ გარეგნობაზე და მის ნაკლოვანებებზე.
ნუკიმ Instagram-გვერდზე საკუთარი გამომწერებისთვის მიმართვა გაავრცელა,
სადაც ამბობს რომ მისი თვითკრიტიკა დასრულდა და საკუთარი თავი უნდა შევიყვაროთ ისეთი, როგორებიც ვართ.
„მორჩა! დღეს მივხვდი, რომ თქვენ კი არა, ჩემს თავს წავუღე უკვე ტვინი თვითკრიტიკით. რაღაც დაცვის მექანიზმივით ჩამომიყალიბდა და ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოგვწონდეს და მაღლა აწეული თავით უნდა ვიაროთ მუდამ. იცით, ბავშვის მერე ბევრჯერ მიხსენებია წონა და მართლაც ბავშვობიდან ხან ისე ვარ, ხან ასე, სულ ვაკონტროლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მოგწონდეს თავი. არ მოგწონს შეცვალე, ვერ ცვლი შეიყვარე შენი თავი. მე გადავწყვიტე, რომ ყოველ დღე ვუთხრა ჩემს თავს, რომ ყველაფერი შემიძლია! მინდა ხვალ დილას რომ გაიღვიძებთ, სარკეში ჩაიხედოთ და უთხრათ საკუთარ თავს რომ ხართ ჭკვიანი, ლამაზი, მომხიბვლელი, იღბლიანი და ბედნიერი და ზუსტად ასეთი იქნებით.
ახალი მე და ახალი მიდგომა ცხოვრებისსადმი, წელს აუცილებლად გამოვაჭენებ ჩემს ვიზუალურ ნაკლებს ოღონდ კი არ ვიწუწუნებ, არამედ, პირიქით, სიამაყით ვიქნები… ამყევით“, - წერს კოშკელიშვილი.