-
2022-07-07 14:36
გუშინ უინძორში პოლოს მატჩი ჩატარდა. ღონისძიების შემდეგ, ყველა უცხოური მედია ნაცვლად მატჩისა, ქეითზე და უილიამზე საუბრობდა.
ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა სამეფო-საქველმოქმედო პოლოს მატჩზე სამეფო პროტოკოლის ყველა წესი დაარღვიეს და ერთმანეთისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატეს. წყვილი ყველას თანდასწრებით გადაეხვია ერთმანეთს და აკოცა.




ქეითი და უილიამი სამეფო ღონისძიებებზე ყოველთვის დიდი თვაშეკავებულობით გამოირჩევიან.
უცხოური მედიის მიერ წყვილისთვის გადაღებულ ფოტოებს გამოეხმაურა Beaumont Etiquette-ის დამფუძნებელი მიკა მეიერი და როგორც მან განაცხადა, არ არსებობს პროტოკოლი ან რაიმე წესი რომელიც წყვილს ჩახუტებას აუკრძალავს.
”არ არსებობს ოქმი, რომელიც მათ ეუბნება,რომ არ შეუძლიათ ჩახუტება, კოცნა ან შეხება. მსგავსი წესების წიგნი არ არსებობს. სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ენდობა, და აძლევს საშუალებას რომ თავად გადაწყვიტოს რა არის შესაფერისი და როდის.“ - განაცხადა Beaumont Etiquette-ის დამფუძნებელმა მიკა მეიერმა.