
როგორც თანასწორობისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი წერს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი იმდენად აქტუალურია მათი ოჯახისთვის, რომ ეს მუხლი შვილის შესაშინებლადაც გამოადგება.
,,ბაჩო 333-ე მუხლის I ნაწილით არის წინასწარ პატიმრობაში, დათას 333-ე მუხლით მიუსაჯეს დღეს 4 წელი, როლანდის 333-ე მუხლის I ნაწილით უპირებენ დაკავებას, უბრალოდ საპარლამენტო იმუნიტეტი უშლით ხელს და პარლამენტს მოხსნის თხოვნით მიმართეს.
P.S. აწი კესო თუ არ დამიჯერებს 333-ე მუხლით შევაშინებ :)))))“- წერს ხუმრობით ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.