სესიაშვილის გამოქვეყნებულ სიაში ჩანს, რომ 2008 წლის აგვისტოში უფრო ბრუნდებოდნენ, ვიდრე „გარბოდნენ“

Image

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში იმ პირების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

 

სესიაშვილის განცხადებით, სიაში აღნიშნულ პირთა გარკვეულმა ნაწილმა საზღვრის გადაკვეთის მიზეზები განმართა, ხოლო ნაწილს ამის სურვილი არ გასჩენია. მისივე განცხადებით, სიის დედანი პარლამენტის არქივში ინახება.

 

„მინდა გამოვეხმაური იმ აჟიოტაჟს, რაც 2008 წელს აგვისტოს დროს თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის დატოვებას მოჰყვა. საზოგადოებას შევპირდი, რომ ამ სიას ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადავცემდი. ამ სიასთან დაკავშირებით არის გარკვეული განმარტებები, სია ინახება პარლამენტის არქივში. არიან ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს ნება და დატოვეს განმარტება - თუ რატომ წავიდნენ ქვეყნიდან.

 

თუმცა არიან ადამიანები, ვინც განმარტება არ გააკეთა. თუ ვინმეს სურს, რომ პასუხი გასცეს, რატომ დატოვეს იმ პერიოდში ქვეყანა, განცხადება თავად გააკეთნ. მე არ მაინტერებს ვინ და რატომ დატოვა, მე მაინტერსებს ხელისუფლება რას აკეთებდა ამ დროს, როგორ იცავდა კოდორს, სამხრეთ ოსეთს და იმ ტერიტორიებს, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მიმდინარეობდა.

 

ამ მიმართულებით თუ გავყვებით, შეიძლება ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. მთავარია როგორ ვიცავდით ქვეყანას, როგორ ვახდენდით ჩვენი მოსახლეობის ევაკუაციას და ამ მხრივ ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული“, - განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი რიგითი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ქვეყნის სამსახურში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მაშინდელი ხელისუფლების უნიათობის გამო, ჯარისკაცების ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს.

 

„ძალიან ბევრი რიგითი თანამშრომელი 24 საათი ქვეყანას ემსახურეობდა და იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა უნარი - დაეცვა საქართველო, იმ საზოგადოების ღვაწლი არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

სიის მიხედვით ირკვევა: პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქვეყანაში 8 აგვისტოს დაბრუნდა.

 

 

გიგა ბოკერია საქართველოში 9 აგვისტოს დაბრუნდა, გასვლის თარიღი მითითებული არ არის.

 

 

ნინო კალანდაძე ასევე ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ქვეყნიდან მომდევნო გასვლის თარიღი კი სიაში მითითებული არ არის.

 

დავით ბეჟუაშვილი ქვეყნიდან 7 აგვისტოს გავიდა და შემოვიდა 11 აგვისტოს, ხოლო 15 აგვისტოს კვლავ გავიდა წითელი ხიდიდან.

 

ეკა ტყეშელაშვილი ქვეყნიდან გავიდა 13 აგვისტოს და დაბრუნდა 15-ში. ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში.

 

ბეჟან ხურციძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 7 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის.

 

რომან მარსაგიშვილი ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია.

 

მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა. გიორგი ღვინიაშვილი ქვეყანაში, ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა, თუმცა როდის გავიდა ქვეყნიდან უცნობია.

 

 

კობა ნაყოფია ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, ქვეყანაში შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის.

 

 

დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია.

 

დიმიტრი გვინდაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს და დაბრუნდა 10 აგვისტოს.

 

 

ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს წითელი ხიდის გავლით, შემოსვლის თარიღი სიაში არ არის მითითებული.

 

კანდიდ კვიციანი ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, 11 აგვისტოს კი დაბრუნდა.

 

კობა სუბელიანი საქართველოში დაბრუნდა 10 აგვისტოს.

 

 

ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით. გიორგი მელაძე ასევე საქართველოში შემოვიდა 9 აგვისტოს.

 

მარიკა ვერულაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა 7 აგვისტოს. დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. გიგი წერეთელი 7 აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, 9 აგვისტოს კი დაბრუნდა.

 

სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული. მათ სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01005002431 ქვეყაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორე გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01024011110 ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს და დაბრუნდა 8 აგვისტოს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !