
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვიდი ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო.
ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
ქვეყნის პირველმა პირმა რწმუნებათა სიგელები ომანის სასულთნოს, ირლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, თურქმენეთის, ფილიპინებისა და მალტის არარეზიდენტი ელჩებისგან მიიღო .
ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.