-
2021-06-28 12:56
დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ და მისმა მეუღლემ ხათუნა თორთლაძემ ერთად ყოფნის 17 წელი ულამაზეს გარემოში, მეგობრებთან და ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად აღნიშნეს.
წყვილის ფოტო და ვიდეოკადრები "სოციალურ ქსელშიც" გავრცელდა. ავთანდილისა და ხათუნას გოგონამ, 16 წლის ანასტასიამ დედ-მამის ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა წარწერით: "17 წელი ერთად".
აღმოჩნდა, რომ წყვილთან ერთად, საიუბილეო თარიღი აღნიშნა კიდევ ერთმა ცოლ-ქმარმა. ალექსანდრე და სოფო ამაშუკელებმა 11 წლის იუბილე ულამაზესი ტორტის დაჭრითა და ფოიერვერკებით დააგვირგვინეს.
სიუბილეო ღონისძიებაზე მღეროდა მაკა ზამბახიძე, რომელთან ერთადაც ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილმა - ლიზა მაღრაძემაც იმღერა. "ჩემი ფანტასტიკური ოთხეული", - დაწერა ლიზამ და "ინსტაგრამზე" წყვილების ფოტო გამოაქვეყნა.
