
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია. ალექსანდრა სთორების მეშვეობით ხშირად მიმართავს ქალბატონებს მოტივაციის ასამაღლებლად.
როგორც ჩანს, ალექსანდა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ საუბრობს, სწორედ ამიტომ ტელეშოუ " ქალების" წამყვანი ინსაგრამზე დებს სთორს წარწერით - „ჩემზე ჭორაობას რომ შეწყვეტთ, აი, მანდ გავთავდები! არ გაჩერდეთ-მეთქი, ადრე გეტყოდით, მაგრამ მესმის თქვენი უბედური ცხოვრების და უსაქმოდ, უფუნქციოდ არსებობის მიზეზებიც ვიცი, ძალიან ახლოს მყავხართ გარშემო. მე გიგზავნით სიყვარულს იმ აუხდენელი სურვილებისა და ოცნებების საკომპენსაციოდ, რაც გულში გაქვთ, ქალებო, რამაც ამდენი ინტერესი, შური და ბოღმა გამოიწვია სხვა „მხიარული ქალის“ ყურებაში. ამ სამყაროსთვის ძვირფასები ხართ და გვიანი არც ახლაა, ისე შეცვალოთ ცხოვრება, რომ ჩემსაში არ ისხდეთ 24 საათის განმავლობაში. ნებისმიერ დროს მზად ვარ, დაგეხმაროთ“.