-
2021-06-16 13:50
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას უფროსი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი 6 წლის გახდა. ქეთამ გოგონას დაბადების დღე საქართველოში, წყნეთში გადაუხადა. დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები კი გამომწერებს ტრადიციისამებრ "ინსტაგრამზე“ გაუზიარა.
წვეულებაზე პატარების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. იუბილარისთვის სამსართულიანი, ცისფერი ტორტი ჰქონდათ და წვეულების დეკორაციების ძირითადი ფერიც ცისფერი იყო.
"ეს გოგონა ჩემს ცხოვრებაში ექვსი წლის წინ გამოჩნდა, ექვსი წლის წინ მე დედა გავხდი, ექვსი წლის წინ მან მე გამაბედნიერა. მადლიერი ვარ, რომ დედად ამირჩიე. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი და იცოდე, რომ დედა ყოველთვის შენ გვერდითაა. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრებავ“, - წერს ქეთა თოფურია.
აღსანიშნავია, რომ ქეთას ერთგვარ ტრადიციად აქვს, ოლივიას დაბადების დღე ყოველ წელს საქართველოში აღნიშნოს, თუმცა გასულ წელს პანდემიის გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.