
ცნობილი ტელესახე, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოაგდოებას მიმართავს.
„ვერ წარმოიდგენთ როგორ მტკენდნენ ადამიანები გულს. განვთავისფლდი. ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი გულის სიყვარული და მივხვდი, აუცილებელია გაუფრთხილდე სულს, რათა სულმა დამძიმება იცის და უმოქმედო ხდები.
როცა რამეს გაძლევენ, თავისუფალი ხარ არჩევანში, შეგიძლია არ მიიღო, ან არ აიღო, ასეა მაშინაც, როცა გულს გტკენენ, ისე უნდა გიყვარდეს და უფრთხილდებოდე გულს, არ უნდა მიიკარო ნეგატივი, არც უნდა უპასუხო და არც თავი იმართლო.
თუ ადამიანი ჯანსაღ საკვებს მიიღებს კუჭი გადაამუშავებს და ორგანიზმი ძლიერდება, უვარგისი საკვებით ადამიანი იწამლება. ასეა ტვინიც, თუ სასარგებლო, და დადებით ინფორმაციას მიაწვდით ტვინს ჯანმრთელი აზროვნება გექნება. როცა ჯანსაღად აზროვნებ ხარ კარგად, შეცდომებს არ უშვებ და გიმართლებს.
ჩვენს აზროვნებას წამლავს ნეგატიური დამოკიდებულება, ნეგატიურ წარსულზე ფიქრი და როგორ გატკინეს გული. ადამიანების მიმართ, შური, ბოღმა სამაგიეროს გადახდა, ეჭვები და შიში, ეს ის საკვებია ტვინისთვის, რომელიც ანადგურებს ადამიანის მომავალს, როგორც პირადში, ასევე კარიერაში.
ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა - შენ იტყუები ბედნიერი რომ ხარო. ტირილამდე შემეცოდა, გაუტარე, მაინც ვერ ვუშველიდი.
მიყვარხართ. ჩემთვის ეს სიყვარული სასიამოვნო და სასარგებლოა.
გიორგი ჯაჯანიძე. - წერს გია ჯაჯანიძე „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე.