
ცნობილი საოპერო მომღერლის, ნინო სურგულაძის, შვილები ტყუპი გოგო და ბიჭი უკვე ერთი წლის არის. პატარა ნატალიასა და ზაქარიაზე დედა სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად საუბრობს და ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.
"ერთი წლის გავხდით, დრო მიფრინავს" - დაწერა ნინომ სოციალურ ქსელში და ტყუპების ახალი ფოტოებიც გაუზიარა გულშემატკივრებს.
"ბედნიერები გაგეზარდოთ", "გილოცავთ", "პატარა პრინცესა და პრინცი", - სწერენ ნინოს გამომწერები.
ცნობისთვის, საოპერო მომღერალი 2020 წლის მაისში დაოჯახდა. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია.