
„ბურბუ“ - ეს არის ქართულ ბაზარზე არსებული ახალი ტკბილეული, რომელიც მზადდება საქართველოში და გამოირჩევა თავისი უნიკალური და განსხვავებული გემოთი.
„ტკბილეული ბურბუს“ დამფუძნებელი, მარიამ კრიხელი გახლავთ, რომელმაც „ლოქდაუნის“ პერიოდში გადაწყვიტა თავისი საყვარელი ტკბილეული სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მანამდე კი, დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ცოდნას, თუ საიდან და როგორ უნდა დაეწყო. „ტკბილეულის დამზადების იდეა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, მთელი ეს პერიოდი ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდა ესა თუ ის სტარტაპი და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმᲔღო სხვადასხვა კომპანიისგან. ლოქდაუნის პერიოდში კი გადავწყვიტე რომ ჩემი საყვარელი ტკბილეული სხვებისთვისაც გამეზიარებინა.” - აღნიშნა მარიამმა.
”ტკბილეული ბურბუ” არის ებრაული ტრადიციული ტკბილეული და მზადდება სპეციალურად მარიამის ბებიის რეცეპტით. აღსანისნავია, რომ მას აქვს ყველასაგან განსხვავებული ვიზუალი და არის ტკბილი, ხრაშუნა ჩიფსების ვარიაცია, რომელიც უკვე ყველა ასაკის მომხმარებლის გულის მოგებას ახერხებს.
ამ ეტაპზე წარმოებულია 9 ცალიანი ფერადი ყუთები, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით იყიდება და აქვთ მიტანის სერვისი თბილისის ნებისმიერ წერტილში. თუმცა, როგორც დამფუძნებელმა აღნიშნა, გეგმავენ გაფართოებას და მომხმარებელს უამრავ სიახლეს ჰპირდებიან.
„აუცილებლად ვგეგმავთ გაფართოვებას და გვინდა რომ კიდევ ბევრი ადამიანის დღე გავახალისოთ ჩვენი ფერადი ტკბილეულით.” - თქვა „ტკბილეული ბურბუს“ დამფუძნებელმა, მარიამ კრიხელმა.