-
2021-05-13 12:57
ბელა ჰადიდი ბავშვობაში არა მაღალი მოდის ბრენდებთან თანამშრომლონაზე, არამედ ცხენოსნობაზე ოცნებობდა. დაბალი თვითშესაფების გამო ვარსკვლავი დარწმუნებული იყო, რომ მოდელობა მისი საქმე არ იყო, სანამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Desigual-ის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მისი სადებიუტო გამოსვლა არ შედგა.
ბელა ჰადიდს საზოგადოება არამხოლოდ მისი არაჩვეულებრივი კარიერით, არამედ სოციალური აქტივობებითაც იცნობს.24 წლის ამერიკელი ვარსკვლავი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელის დანიშნულება არამხოლოდ პირადი ცხოვრების და კარიერული მიღწევების გასაჯაროებაა, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოდელი ხშირად ეხმაურება მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და საკუთარ აზრს ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს.
ბელა აღნიშნავს, რომ სამოდელო ბიზნესში მუშაობა არცთუ ისე ბრწყინვალე და გლამურულია, როგორიც გარედან ჩანს.
“სამსახურის გამო ხშირად მიწევს მოგზაურობა, რაც ძალიან დამღლელია, ყოფილა მომენტები, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე დამიწყია მუშაობა. რთულია, თვითმფრინავიდან პირდაპირ წვეულებაზე წასვლა და თავის ისე დაჭერა თითქოს ძალიან ენერგიულად ხარ.”
