-
2021-05-11 15:44
საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრას უკვე 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე ცოტა ხნის წინ მიიღეს და ასაკობრივი ზღვარი 55 წლიდან 45-მდე დაწიეს.
"რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ ასტრაზენეკასთვის ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად, ხვალ, დღის ბოლოდან უკვე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები", - თქვა თამარ გაბუნიამ.