
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას 2019 წლიდან გეგმავს. უწყების ინიციატივა იყო, რომ აღერიცხა მოპედები და ისინი კატეგორიებად დაეყო. რეგულაციებს უნდა დაქვემდებარებოდა იმ მოპედების მართვა, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.