
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩანან.მათ სააღდგომო უქმეებიც ერთად გაატარეს და „ინსტაგრამზე“ საერთო ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნეს.
უქმეებზე წყვილი წინანდლის ერთ-ერთ ელიტურ სასტუმროში, „რადისონში“ იყვნენ და ფოტოები გამომწერებსაც გაუზიარეს: „კარგი იყო სამდღიანი სააღდგომო დასვენება. ხვალიდან ვინ უბრუნდება საქმიანობას?“ - წერს ქეთი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე"