
XXI საუკუნეში სტერეოტიპული სტანდარტები პრობლემას აღარ წარმოადგენს. ადამიანები საკუთარი ინდივიდუალიზმით კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან მოდის ინდუსტრიას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ელი გოლდშტეინი – 19 წლის ბრიტანელი მოდელი დაუნის სინდრომით, რომელმაც საზოგადოება უკვე არაერთხელ აღაფრთოვანა.
სულ ცოტა ხნის წინ, გოგონამ საერთაშორისო აღიარებას Gucci_ს ერთ-ერთი კამპანიის წყალობით მიაღწია, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი მაღალი მოდის ეპიცენტრში მოხვდა.
“როდესაც ჩემი ფოტო Gucci-ს სილამაზის კამპანიაში ვნახე, ვიფიქრე, ვაუ! ეს ვინ არის? ნუთუ მე ვარ?.. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმაც ნახეს. თავი განსაკუთრებულად ვიგრძენი,”-აღნიშნა ელიმ Allure-თან ინტერვიუში.