-
2021-05-04 12:58
“სექსი დიდ ქალაქში”, პოპულარული სერიალია, ეს არის HBO-ს ამერიკული სატელევიზიო პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის ჩაცმის, დახვეწილი სტილის და გემოვნებიანი ქალბატონების ასოციაციას იწვევს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ქერი ბრედშოუა, რომლის როლსაც ცნობილი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ასრულებდა.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ეკრანებს უბრუნდება.
რამდენიმე საათის წინ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ სერიალის ქასთში სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით სამი ფერადკანიანი ქალბატონი იქნება. მსახიობი ფიქრობს, რომ მთავარ პერსონაჟებს მრავალფეროვნება აკლიათ, რაც ფერადკანიანი ქალბატონების შემოსვლით სერიალს უფრო მეტ ინკლუზიურობას მიანიჭებს.
