-
2021-04-29 16:41
ანია ტეილორ-ჯოი 25 წლის ამერიკელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ნეტფლიქსის პოპულარული მინისერიალის The Queen’s gambit-ის საშუალებით გაიცნო. მისი დებიუტი პირველად 2015 წელს ფანტასტიკური ჟანრის სერიალში Atlantis-ში (2015) შედგა, რის შემდეგაც მან The Witch-ში (2015) მთავარი როლი მიიღო.
2021 წელს ანია ტეილორ-ჯოიმ The Queen’s Gambit-ში შესრულებული როლის გამო ოქროს გლობუსი და Screen Actors Guild ჯილდო მოიპოვა, Time magazine-მა კი ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
სულ ცოტა ხნის წინ კი მან, ჟურნალ ELLE-სთვის იპოზიორა და მაისის ნომრის გარეკანზეც მოხვდა.