-
2021-04-29 16:27
ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია სულ რაღაც 20 წლისაა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ კითხვები მუდმივად ისმის.
რამდენიმე დღის წინ ნატალია ყიფშიძემ საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „სამყარო, სადაც ვარდები ყვავიან“. როგორც ჩანს, ის შეყვარებულია მისი რჩეული კი სანდრო ალანიაა. სანდრო პროფესიით კინორეჟისორია და ეს მის „ინსტაგრამგვერდსაც" ეტყობა. ის საინტერესო კადრებსა თუ განსხვავებულ ვიდეოებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამის მიუხედავად, წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.