რა არის ნინო ჩხეიძის სილამაზის საიდუმლო

Image

მომღერალმა, ნინო ჩხეიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ თავის მოვლის რუტინაზე ისაუბრა და გაგვანდო სახისა და თმის მოვლის საშუალებები, რომელიც სახლის პირობებში უნდა გამოვიყენოთ. 

 

როგორც ნინომ გადაცემაში თქვა, მისი დილა დილის 9 საათზე იწყება და პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებს არის ის, რომ მომღერალი სვავს ნელთბილ წყალს. წყლის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ საუზმობს და მიირთმევს ყავას.

პირველი, რჩევა, რომელიც ნინომ მაყურებელს გაანდო სახეზე შეშუპების გასაქრობად - ყინულის კუბები იიყო. კერძოდ, ყოველდილით, შეშუპების გასაქრობად მომღერალი სეზონური ხილისგან დამზადებულ ყინულის კუბებს იყენებს, რომლითაც სახეს წრიული მოძრაობით იმუშავებს, რაც განსკაუთრებით ეხმარება დილით შეშუპებული სახის ჩაცხრომაში და ასევე სასარგებლოა სახის კანისთვის, რადგან ხილი შეიცავს უამრავ ვიტამინს.  როგორც ნინომ გადაცემაში თქვა, ის უპირატესობას ლიმონის კუბებს ანიჭებს.

 

179804204_343013273827583_2536316555441251100_n-1.jpg

 

ნინო ჩხეიძემ, ასევე,  სახლში მომზადებული სახის ნიღბების რეცეპტი გაგვანდო, რომლის მეშვეობითაც მომღერლის კანი გამოიყურება ჯანსაღად. ნინოსთვის ერთ-ერთი გამორჩეულია სახლში დამზადებული მოხარშული კარტოფილის და სტაფილოს სახის ნიღაბი. ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 ცალი მოხარშული სტაფილო, ასევე,  1 ჩაის კოვზი სოდა და ადუღებული წყალი. ინგრედიენტები უნდა დააბლენდეროთ და დაიტანოთ სახეზე,რომელსაც გაიჩერებთ 20 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩამოიბანთ წყლით. ნინო ჩხეიძის რეკომენდაციით,ამ ნიღბის გამოყენება სასარგებლოა, როგორც სახის კანისთვის, ასევე ხელებისთვიისაც. ეს ნიღაბი ატენიანებს სახის კანს,ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების გასწორებას და ანიჭებს ბზინვარებას.

 

979f64309d407276b57e3326bb4148db.png

 

როგორც ნინო ამბობს, პროფესიიდან გამომდინარე, მას ხშირად უწევს სხვადასხვა თმის ვარცხნილობის გაკეთება, რაც თმას აზიანებს. მისი დამოკიდებულება თმის მოვლასთან დაკავშირებით განსაკეთებელია. სეზონური თმის ცვენა ,როგორც ქალბატონების უმეტესობას, ნინო ჩხეიძესაც  აწუხებს. ამის დასამარცხებლად მომღერალი გვირჩევს გამოვიყენოთ შემდეგი ნიღაბი, რომლის დასამზადებლადაც დაგჭირდებათ 1 კვერცხის გული,აბუსალათინის ზეთი და  ზეთოვანი A და E ვიტამინი. მიღებულ ნაზავს ნინო ჩხზეიძე თმის დაბანამდე 3 საათით ადრე იტანს თმაზე და გვირჩევს,რომ უმჯობესია თავი შევიხვიოთ პოლიეთილენის პარკით. ამ არაჩვეულებრივ ნიღაბს იგი უკვე 10 წელია იყენებს და დანამდვილებით გეუბნებათ,რომ 3 პროცედურის შემდეგ, შედეგი სახეზე იქნება.

 

550px-nowatermark-Create-an-Egg-and-Olive-Oil-Hair-Mask-Step-14-Version-2.jpg

 

ნინო ჩხეიძე ურჩევს ქლაბატონებს, რომ მთავარია ეს პროცედურები სისტემატიურად აკეთონ და ისინი აუცილებლად იქნებიან კმაყოფილნი.

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !