მერაბიშვილი: ფრანგულმა სასამართლომ ქართულ მართლმსაჯულებასაც გამოუტანა განაჩენი

Image

,,ფრანგულმა სასამართლომ არა მხოლოდ გაამართლა დავით კეზერაშვილი, არამედ ამასთანავე, განაჩენი გამოუტანა ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღს"- ვანო მერაბიშვილი საფრანგეთისა და საქართველოს სასამართლოების გუშინდელ გადაწყვეტილებებს შორის პარალელს ავლებს.

 

როგორც მერაბიშვილი აცხადებს, ქართულმა სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა. მისივე თქმით, ის რომ ქვეყანაში ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნას განიცდიან საფრანგეთის სასმართლომ დაადასტურა კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმით.

 

"გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას სახით, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა ხელისუფლების წინაშე. სამწუხაროდ, მან ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას და იმავე ხელისუფლების მიერ, წინა წლების განმავლობაში შექმნილ საზოგადოებრივ აზრს და გამოიტანა სრულიად უკანონო და უსამართლო განაჩენი.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, საფრანგეთში გაიმართა კიდევ ერთი პროცესი ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამჯერად უკვე რეალურად დამოუკიდებელმა ფრანგმა მოსამართლემ უარი განაცხადა დავით კეზერაშვილს საქართველოსთვის გადმოცემაზე, ვინაიდან სახეზე იყო პოლიტიკური დევნის ნიშნები და გაათავისუფლა იგი.

 

ამ გადაწყვეტილებით, ფრანგულმა სასამართლომ არა მხოლოდ გაამართლა დავით კეზერაშვილი, არამედ ამასთანავე განაჩენი გამოუტანა ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღს", - წერს ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !