
უსაფრთხოა თუ არა ხილ-ბოსტნეულის უბრალოდ გამდინარე წყლით გარეცხვა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც ევროპის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საზოგადოება იუწყებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ საკვები შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადაცემის წყარო.
თუმცა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ ჯანმოსთან თანამშრომლობით მომზადებულ ერთ-ერთ მიმოხილვაში 1998) ვკითხულობთ, რომ უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება გახდეს ინფექციის გადამცემი:
„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები არ მრავლდება საკვებში, უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება ინფექციის გადამტანი იყოს… ნებისმიერი საკვები, რომელიც ხელში ეკავა ინფიცირებულ ადამიანს, შესაძლოა იყოს დაბინძურებული და ინფექციის გადამტანი“
„ერთი კარგი რამ არის ცნობილი SARS-CoV-2-ის შესახებ, ის რომ ეს „გარსიანი“ ვირუსია და ასეთი ვირუსი მგრძნობიარეა სიცხისადმი, გამოხარშვისადმი, გაშრობისა და ანტისეპტიკებისადმი. მისი მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ვირუსისა. ასე,რომ ბოსტნეულისა თუ საჭმლის გაცხელება ახდენს ვირუსის დეაქტივაციას“.
ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად კი, უნდა მოერიდოთ უმი ან თერმულად დაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებას.