
სექსოლოგები „კაზანტიპის“ მონაწილეებს და არა მარტო მათ, არამედ იმათაც, ვისაც „სექსი პლაჟზე“ აინტერესებთ, ამ საქმიანობით დაკავებას არ ურჩევენ და აი რატომ.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ღირს ამის გაკეთება, ისაა, რომ სანაპიროს ქვიშა უამრავ მიკრობს შეიცავს და მათგან თავდაცვა პრეზერვატივითაც თითქმის შეუძლებელია, ქვიშა და ზღვის წყალი პრეზერვატივს ადვილად აფუჭებს.
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს სანაპიროები და დაადგინეს, რომ სანაპიროს ქვიშის უმეტესობა ენტეროვირუსის და სოკოს უამრავ ბაქტერიას შეიცავს.
რომელიმე ჩანჩქერზე იმისთვის წასვლა, რომ მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება, არ ღირს.
დაიმახსოვრეთ, მხოლოდ კინოშია წყალში სექსი ლამაზი და რეალურად წყალში სექსით დაკავება მოუხერხებელია და ტრამვებთან დაკავშირებულიც შეიძლება, იყოს.
ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ სხეულში ქვიშის მოხვედრის ალბათობა დიდია და ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
მამაკაცებს კი სანამ წყალში სექსით დაკავდებიან შევახსენებთ, რომ ცივი წყალში ერექცია შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს და ყველაფერი ფიასკოთი დამთავრდეს.
თუ სიგიჟემდე გინდათ, რომ სექსი პლაჟზე გქონდეთ და ეს გარდაუვალია, თან იქონიეთ აუცილებელი ნივთები: პირსახოცი, რომ მთლიანათ მშრალი იყოთ, ქოლგა, რომ დამალვა მოახეროთ უცხო თვალისგან და რა თქმა უნდა, აუცილებელია მშრალი თეთრეული.
თუ შეზლონგიც იქვე ახლოსაა, საუცხოოა. მასზე სექსი ცოტა მოუხერხებელია, სამაგიეროდ ქვიშისგან შორსაა.
reitingi.ge