
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. მიმდინარე თვეს უცხოური მედია უკვე მეორე ვაქცინის წარმატებული გამოცდის შესახებ წერს.
ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი ყველაზე დამამშვიდებელია.
ვაქცინა 30 000-ზე მეტ ადამიანზე ორჯერ გამოსცადეს და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.
კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის დასამტკიცებლად შესაბამის მოთხოვნას უკვე გაგზავნიან, რათა მისი გამოყენება რამდენიმე კვირაში იყოს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანიების Pfizer-BioNTech ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.