
პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. აპლიკაციის ახალი ვერსიის მომხმარებლებს კომპიუტერიდან აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა WABetaInfo წერს.
სიახლესთან დაკავშირებით აპლიკაციის ახალი ვერსიის რამდენიმე სქრინშოტიც ვრცელდება.
WABetaInfo ინფორმაციით, ზარის დროს მესენჯერში ცალკე ფანჯარა გაიხსნება და მომხმარებლები საუბრის პარალელურად მიმოწერასაც შეძლებენ.
ახალი ფუნქცია ვერსია 2.2043.7-ში გამოჩნდება, რომელიც უახლოეს კვირებში გამოვა.