
"2 საათის შემდეგ პირბადე შეიძლება პირიქით, დასნებოვნების წყარო გახდეს" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
"პირველ რიგში აუცილებელია დისტანციის დაცვა და ისეთ შეკრებებზე, როგორიცაა აქციები დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ჩვენ ხომ გვინდა ჯანმრთელი მოსახლეობა? ამისთვის ალბათ ყველაფერი უნდა გადაიდოს. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ არ ასეთ თავშეყრის ადგილებში სიარული. ეს ძალიან დააზარალებს მოსახლეობასაც და ჩვენც“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.