
"ექიმები გრიპის ვაქცინაციას ვუწევთ რეკომენდაციას“. – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის ვაქცინა წელს არის განსაკუთრებით აუცილებელი, რადგან ვიცით, რომ გრიპთან ერთად სხვა ვირუსი –კორონავირუსიცცირკულირებს“.
„გრიპის ვაქცინა წელს არის განსაკუთრებით აუცილებელი, რადგან ვიცით, რომ გრიპთან ერთად სხვა ვირუსიც – კორონავირუსიც ცირკულირებს. შესაბამისად, სხვადასხვა ინფექციის ერთმანეთზე ზედდება სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის ძალიან დიდ საშიშროებას ქმნის, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ისეთი გრიპზე, რომელსაც სერიოზული გართულებები აქვს ზოგადად და ძალიან მაღალი ლეტალობისა და ავადობის მაჩვენებელია.
ამ რამდენიმე მტერთან ბრძოლაში გვაქვს ერთი ძალიან ეფექტური პრევენციული იარაღი – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს ინფექცია მაინც უნდა მოვაშოროთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ საწოლები მხოლოდ იმ მძიმე პაციენტებისთვის იყოს, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ. ამიტომ, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს იმით, რომ გრიპის ავადობა მაინც არ იყოს მასშტაბური და საავადმყოფოები ორმაგად არ გადაიტვირთოს.- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.