91 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ იზმირში, ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.