შაშკინი: ცეცხლაძეს ჰგონია, რომ უფრო მაგარი გამომძიებელია, ვიდრე სკოტლანდ იარდი

Image

საქართველოს სამი სახელმწიფო უწყების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოქალაქე ცეცხლაძის მხრიდან მისი დადანაშაულების ფაქტებს ეხმიანება და მას სიცრუეში ამხელს.

 

„რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი წერს, რომ ცეცხლაძე ამ დრომდე ცდილობს მისი სახელისთვის ჩირქის მოცხებას სხვადასხვა შინაარსის ბრალდებებით.

 

შაშკინმა სწორედ ეს ბრალდებები ჩამოწერა და კონკრეტული პასუხებიც გასცა. დიმიტრი შაშკინი წერს:

 

„უკვე ერთი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება მოქალაქე ცეცხლაძის განცხადების საფუძველზე, რომელიც ცდილობს, უნამუსოდ დამაბრალოს, რომ მე უსამართლოდ დავჩაგრე ის და მისი კომპანია. გარდა ამისა, ეს მოუსვენარი ნაძირალა ცდილობს, პრესაშიც ჩირქი მოსცხოს ჩემს სახელს. მიუხედავად იმისა, რომ ის მაბრალებს სრულ სისულელეებს, მაინც თავს ვალდებულად ვთვლი, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით:

 

ცეცხლაძის პირველი ტყუილი: ის უკანონოდ დაიჭირეს 2011 წელს.

 

სიმართლე:

 

2011 წელს მან და მისმა პარტნიორებმა შემომთავაზეს ქრთამი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით და 50% წილი თავის კომპანიაში, მათი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებისთვის უპირატესობის მინიჭების სანაცვლოდ (იმ მომენტისათვის მას მთელი ბაზრის 1% ეჭირა).

 

მსგავსი შეთავაზება მიიღეს სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა. ამის შესახებ, საქმის კურსში ჩავაყენე იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაგეგმა და განახორციელა სპეციალური ოპერაცია.

 

განათლების სამინისტროში მივლინებული იყვნენ კუდ-ის ოფიცრები, რომლებიც ჩანერგილი იყვნენ სამინისტროს აპარატში და ამ ოფიცრებმა ქრთამის გადაცემის მომენტში დააკავეს კრიმინალი ცეცხლაძე.

 

ეს ოპერაცია გადაღებული იყო ვიდეოფირზე. ხაზს ვუსვამ, ქრთამი გადაეცა კუდის ოფიცერს (ცეცხლაძეს ეგონა, რომ ის განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო) და ეს ყველაფერი გადაღებულია კამერით.

 

ცეცხლაძის მეორე ტყუილი: შაშკინმა გააფორმა უკანონო მემორანდუმი მაკმილანის გამომცემლობასთან.

 

სიმართლე: მემორანდუმი ახლაც ინახება განათლების სამინისტროში და მასში ნათქვამია, რომ საქართველო მიესალმება მსოფლიოს ყველაზე დიდი გამომცემლობის შემოსვლას საქართველოში. მემორანდუმი არ წარმოქმნის არანაირ ვალდებულებას და არის დეკლარაციული ხასიათის.

 

ამგვარი მემორანდუმების რაოდენობა 100-ზე მეტია და გაფორმებულია, მაგალითად, რაგბის ასოციაციასთან, რომ სახელმწიფო მიესალმება მათ აქტიურობას და ა.შ.

 

ცეცხლაძის მესამე ტყუილი: მაკმილანის გამომცემლობა არის კრიმინალური ორგანიზაცია.

 

სიმართლე: მაკმილანის და ოქსფორდის გამომცემლობები არიან ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ყველაზე მსხვილი გამომცემლები მსოფლიოში. როგორც ჩანს, ცეცხლაძეს ჰგონია, რომ ის უფრო მაგარი დეტექტივია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის სკოტლანდ იარდი.

 

თუ მას აქვს რაიმე ფაქტები მაკმილანის წინააღმდეგ, მე მოვუწოდებ, რომ გადასცეს ეს მასალები ინტერპოლს ან დიდი ბრიტანეთის საელჩოს.

 

ცეცხლაძის მეოთხე ტყუილი: საქართველოში შემოტანილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოები განკუთვნილი იყო რუსეთის ბაზრისთვის.

 

სიმართლე: ის ამ დასკვნას აკეთებს იმის საფუძველზე, რომ ერთ-ერთი კლასის სახელმძღვანელოში ინგლისურ ენაზე საუბარია გაგარინზე და ტერეშკოვაზე, როგორც პირველ კოსმონავტებზე.

 

ამით, მემგონი, ნათელი ხდება ამ ადამიანის ინტელექტუალური პოტენციალის შესაძლებლობები. მე მხოლოდ ის მაკვირვებს, თუ რატომ არ აბამს ამ სახელმძღვანელოებს ჩინეთთან, რადგან იქ ასევე საუბარია ჩინეთის დიდ კედელზე.

 

ცეცხლაძის მეხუთე ტყუილი: მაკმილანის და მისი პარტნიორების ფირმებში მე და ჩემი მეუღლე ვფლობთ წილებს.

 

სიმართლე: არც მე და არც ჩემი მეუღლე არცერთ ბიზნეს კომპანიაში არავითარ წილს არ ვფლობთ. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია გადაამოწმოს.

 

ამ დიდი ტყუილების გარდა, კრიმინალმა ცეცხლაძემ თქვა კიდევ ბევრი პატარ-პატარა ტყუილი. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზადყოფნას, ამ ტყუილებს ნებისმიერ ფორმატში პასუხი გავცე: იქნება ეს პროკურატურა, სატელევიზიო დებატები თუ სიცრუის დეტექტორი - წერს დიმიტრი შაშკინი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !