
გაზსადენი მილის აფეთქებისას 84 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაახლოებით ერთი საათის წინ ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე გაზის მილი აფეთქდა, რასაც საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამოშლა მოჰყვა.
აფეთქებისას ერთი მამაკაცი შოთა ბობოხიძე დაშავდა, რომელიც სავარაუდოდ ნანგრევებში მოყოლის დროს დაზიანდა. დაშავებული ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისაი მდგომარეობა , ექიმების განცხადებით, სტაბილურად მძიმეა.
რამ გამოიწვია აფეთქება ჯერ დადგენილი არ არის, ადგილზე პოლიცია და სახანძრო მუშაობს.