
თურქეთი ყირიმის დასახმარებლად პირველი მივა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ყირიმელი თათრების დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
„აზრადაც არ მოგივიდეთ, რომ ჩვენ გვერძე გავდგებით. ჩვენ ძმებს, რომლებიც ეხლა განსაცდელში არიან, არ მივატოვებთ“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ყირიმი არის რელიქვია, რომელიც მათმა წინაპრებმა მიატოვეს. მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა საჭირო განკარგულება გასცა.