
თელავში, მდინარე ალაზანში 80 წლამდე კაცს ეძებენ. მეორე დღეა მაშველები სოფელ გულგულაში მცხოვრებ ალექსი პეტრიაშვილს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაცით, გუშინ დილით ხანდაზმულმა მამაკაცმა საქონელი სამწყემსად მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მდინარის პირას ნაპოვნია ტანსაცმელი, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის წყალში საბანაოდ შევიდა და დინებამ წაიღო.
ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის მეხანძრე - მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით