
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების 5, თეთრიწყაროში კი 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“გუშინ ბოლნისში დაფიქსირდა კერძო მაღაზიაში დასაქმებული ქალის შემთხვევა და აქცენტირებულად შესწავლილია ბოლნისის კლასტერი და მჭიდრო კავშირები, დაახლოებით 40 ასეთი საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და ამ ქალის ირგვლის დადასტურება არ არის, რაც გასახარია. თუმცა დღეს გავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინე სივრცეში განთავსებული ადამიანების 14-დღიანი ვადა და ბოლო გადამოწმებისას აღმოჩნდა 5 დადასტურებული ფაქტი. სამწუხაროა, ბუნებივია, რომ გავრცელება არის, მაგრამ შვება ის არის, რომ ცნობილი იყო კლასტერები, მკაცრ კარანტინში იყო ეს ხალხი და ამ პერიოდში არ იყო რისკი მასშტაბური გავრცელების.
რაც შეეხება თეთრიწყაროს, იმ გავრცელების არეალიდან დადასტურდა 5 შემთხვევა, მაგრამ ვიტყვი, რომ ისინი არ არიან თეთრიწყაროს მცხოვრებლები და ამასთან, ბოლო მონაცემებით, კიდევ ორი ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი დადასტურდა“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.