8 და 9 ნოემბერს, „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“- საქართველოს მოდის კვირეულის მეექვსე სეზონს უმასპინძლებს

Image

8 და 9 ნოემბერს,  „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“- საქართველოს მოდის კვირეულის მეექვსე სეზონს უმასპინძლებს. პროექტი საერთაშორისო ხასიათს ატარებს და უკვე დამკვიდრდა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის პლატფორმა. მოდის კვირეული ქართული და საერთაშორისო მოდის სამყაროს წარმომადგენლებს აერთიანებს და ქმნის სივრცეს ახალი ტალანტებისთვის.

 

პროექტი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად,  წელიწადში ორჯერ ტარდება, -  შემოდგომასა და გაზაფხულზე.

 

ხუთი სეზონის განმავლობაში, კვირეულმა უმასპინძლა დიზაინერებს ევროპისა და აზიის ქვეყანებიდან - საქართვველო, Შვედეთი, საბერძნეთი, თურქეთი, სერბეთი, მაკედონია, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ირანი.

 

მეექვსე სეზონი კი გამოირჩევა ინოვაციური ხედვითა და მრავალფეროვანი პროგრამით. ორი დღის განმავლობაში პოდიუმზე წარდგებიან როგორც პრეტ-ა-პორტე, ასევე მაღალი მოდის კოლექციები, რომლებიც შექმნილია 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის. 

 

პროგრამა:

8 ნოემბერი 

თინათინ მაღალაშვილი 

ივა პაპიძე 

KOKAIA  Fashion House 

Artmasteri 

ნატი რუდნიცკაია 

Geotrend  

ია ღონიაძე  

მალიკა უსუპოვა 

Kharchi 

 

9 ნოემბერი

Modebadze 81

New Saukune 

Fufina  

A. Sain 

Kristian Kristian 

Lima’s Angels 

Anastasia 

Diana Dieppa 

 

ჩვენებების პარალელურად, შერატონ გრანდ თბილისის მეტეხი პალასის ფოიეში, მოეწყობა შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციები. 

 

Babi Bloom•ბაბი ბლუმ

Gurosi/გუროსი 

Otanadze Design 

Hu Hua

Baldinini Tbilisi • ბალდინინი თბილისი

 

საქართველოს მოდის კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც ხელს უწყობს როგორც სახელოვანი, ასევე ახალ თაობის დიზაინერების წახალისებასა და ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო მოდის რუკაზე.

  

„ჩვენი მთავარი მიზანია , საქართველოს მოდის კვირეული იყოს  პლატფორმა, სადაც დიზაინერები შეძლებენ სწორი მიმართღულებით განვითარებას,  საქართველოსა თუ საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში. პროექტი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს კულტურას, შემოქმედებას და ინოვაციას“, - პროექტის პიარ მენეჯერი, თეონა ოთანაძე. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?